ალიანს სითის A ბლოკის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. პროექტი მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროდან 3 წუთის სავალზე აშენდა და ბინები უკვე ჩაბარდა მობინადრეებს.
პროექტში გაყიდვები დასრულებულია, ამჟამად ბინების შეძენა ალიანს სითის B ბლოკში არის შესაძლებელი.
ფასადი დაფარული არის ტრავერტინის ქვითა და ცეცხლგამძლე თბოსაიზოლაციო მასალით, რაც უზრუნველყოფს პროექტის ენერგოეფექტურობას და ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს.
ბინები მობინადრეებს ჩაბარდათ თეთრი კარკასის მდგომარეობით:
მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი, პროექტის შესაბამისად
ბინამდე მიყვანილი ელექტროობისა და სანტექნიკის წერტილები